2023 წ. 16 მარტს ეზიდები კლოჩა სარე სალეს დღესასწაულს აღნიშნავენ. კლოჩა სარე სალე ითარგმნება, როგორც ახალი წლის პასკა და ეს დღესასწაული მარტის თვის პირველ ოთხშაბათს/ხუთშაბათს აღინიშნება.
ცნობილი ინგლისელი არქეოლოგი ჰენრი ლეიარდი ეზიდების შესახებ
2017-12-22
„მათი ერთგულება თავისი რწმენის მიმართ არანაკლებ გასაოცარია, ვიდრე ებრაელებისა, და მე ვერ ვიხსენებ შემთხვევას რომ ზრდასრულმა უღალატოს თავის რწმენას. ისინი ნებისმიერ დროს სიკვდილს აირჩევენ და დიდი სიმტკიცით მოითმენენ ყველანაირ წამებას.
საკაცობრიო სულიერი კულტურის ერთ-ერთი უდიდესი მონაპოვარი – ეზიდური რელიგიის წმინდა ტექსტები, რომლებიც იმავდროულად შექმნილია ლექსებად, კლასიკური აღმოსავლური პოეზიის ბრწყინვალე ნიმუშებია. ეზიდები მათ ყავლებს უწოდებენ. მათი უმრავლესობა საუკუნეთა განმავლობაში ზეპირად გადაეცემოდა თაობიდან თაობას. მხოლოდ გვიან, მე-19 საუკუნის მიწურულს, მოხდა მათი ჩაწერა.
თუ გააკეთე შემოწირულობა, წყალს გაატანე იგი, არ დაგეკარგება ღმერთის წინაშე.
(ეზიდური ყავლიდან)
ძვირფასო მეგობრებო! დანო და ძმანო!
ყოველივე ჩვენთაგანი ეძებს უფალთან მისასვლელ გზას. ღმერთი არის სინათლე და სიყვარული. ის ყოველივე ჩვენთაგანის გულშია, მუდამ ჩვენთან არის. ტაძარი არის წმინდა ადგილი, სადაც ჩვენ შეგვიძლია განვმარტოვდეთ და დიდება ვუთხრათ უფალს, ვისაუბროთ მისი მცნებების შესახებ. ტაძარში ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ჩვენი წმინდა მამების ცხოვრების შესახებ, რომლებიც ჩვენთვის არიან მაგალითი. ყოველი ეზიდი ვალდებულია დაეხმაროს ტაძარს, რომელიც არის მორწმუნე ეზიდისთვის ცოდნისა და სულიერების თავწყარო. თქვენს მიერ შემოწირული თანხა მოხმარდება ტაძარს, რელიგიური ლიტერატურის გამოცემას და მორწმუნე ეზიდთა სულიერი ცხოვრების გაძლიერებას.