თბილისის ცენტრში ეთნოგრაფის ლამარა ფაშაევას მემორიალური დაფა გაიხსნა
2019-04-20
თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე ცნობილი ქართველი და ეზიდი ეთნოგრაფის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის და საზოგადო მოღვაწის მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელიც ეზიდთა სასულიერო საბჭოს ინიციატივით და თბილისის მერიის მხარდაჭერით დაიდგა. მემორიალური დაფა დამონტაჟდა იმ სახლის ფასადზე, სადაც ლამარა ფაშაევა დაიბადა და ცხოვრების 30 წელზე მეტი გაატარა. |