Georgian
Russian
Kurmanji
English

სიახლეები

16 ნოემბერს მუსლიმთა სამმართველოს ცენტრალურ ოფისში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

2019-11-23

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე აგრეთვე ესწრებოდნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელი და პერსონალი, სექტორი სამის წარმომადგენლები, „კავშირი 21-ე“-ს ხელმძღვანელი, ასევე ირანის საელჩოს კულტურის ატაშე და თანაშემწე.

მუსლიმთა სამმართველოს სასულიერო ლიდერებმა დამსწრე საზოგადოებას ტოლერანტობის საერთაშორისო დღე მიულოცეს, აღნიშნეს, რომ საქართველოში ისტორიულად სხვადასხვა რელიგიების და ეთნოსის წარმომადგენლები ერთმანეთთან ძმურად, მეგობრულად და შემწყნარებლურად თანაცხოვრობდნენ, ისინი ერთმანეთის აღმსარებლობას და კულტურას პატივს სცემდნენ. ეზიდთა სასულიერო საბჭოს წარმომადგენელმა შეიხმა ნადრიმ ტოლერანტობის დღე მიულოცა დამსწრე საზოგადოებას და რელიგიების ურთიერთომაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა ვაშაყმაძე, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი იღუმენი მიქაელი, სომხური ეკლესიის ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი, კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელი მამა ზურაბ კაკაჩიშვილი, ებრაული თემის წარმომადგენელი მერაბ ჩანჩალაშვილი, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის უფროსი პასტორი გიორგი ჩიტაძე, სახარების ქრისტიან ბაპტისტთა კავშირის ხელმძღვანელი გია კანდელაკი, რომლებმაც ისაუბრეს საქართველოში არსებულ ტოლერანტობის უნიკალურობაზე, რელიგიების ურთიერთობაზე და.ა.შ.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველომ რელიგიურ ორგანიზაციებს და რელიგიის სააგენტოს გადასცა საპატიო სიგელები საქართველოში ტოლერანტობის გაძლიერებაში შეტანილი წვლილისათვის.

2014 წლიდან ჩამოყალიბდა ტრადიცია, ყოველ წელს ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციაში აღნიშნავენ საქართველოში მოქმედი რელიგიები, მიმდინარე წელს ეს დიდი პატივი ერგო მუსლიმთა სამმართველოს. შეხვედრის დასასრულს სომხურმა ეკლესიამ გამოთქვა სურვილი, რომ მომავალ წელს ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნოს სომხურ ეკლესიაში.

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2019 წ.

    დეკემბერი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

6 დეკემბერი 2019

ბოლო სიახლეები

2019-11-23 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვდნენ

2019-11-23 - 16 ნოემბერს მუსლიმთა სამმართველოს ცენტრალურ ოფისში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღინიშნა

2019-04-20 - თბილისის ცენტრში ეთნოგრაფის ლამარა ფაშაევას მემორიალური დაფა გაიხსნა

2019-02-17 - ეზიდურმა თემმა ხიდრაილას და ხიდრნაბის დღესასწაული აღნიშნა

2019-01-30 - ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის სამძიმრის წერილი ეზიდურ თემს

2019-01-30 - ეპისკოპოს ჯუზეპე პაზოტოს სამზიმარი ეზიდ ხალხს

2019-01-30 - ეპისკოპოსი ვაზგენ მირზახანიანის სამძიმრის წერილი ეზიდ ხალხს

ვებ-გვერდი მომზადდა საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-გვერდზე მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ორგანიზაციის წევრებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.