Georgian
Russian
Kurmanji
English

სიახლეები

ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღოლის განცხადება

2020-03-21

საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭო
(საქართველოს ეზიდთა საახტიარო)

მაღალი ღმერთის სახელით,

ძვირფასო დებო და ძმებო,
დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებო ჩვენი თემის შვილებო,

დღეს მთელი მსოფლიო მძიმე მდგომარეობაშია: ყველაფერი პარალიზებულია! კაცობრიობა აგრესიული დაავადების კორონოვირუსის პირისპირ აღმოჩნდა, რომელმაც ყველა ქვეყანა მოიცვა და ელვისებური სისწრაფით ვრცელდება ჩვენს პლანეტაზე. თითოეული ჩვენთაგანი პასუხისმგებელია იმაზე, რომ მხარი დავუჭიროთ ყველა ექიმს, მეცნიერს და მთავრობას, რომელიც თავგამოდებით ებრძვის ამ სნეულბის გავრცელებას.

ასევე ჩვენ ყველამ, ერმა და ბერმა, უნდა დავარწმუნოთ ჩვენს გარშემო მყოფი ადამიანები, რომ ყველანი დავემორჩილოთ ექიმების და მთავრობის რეკომენდაციებს ვირუსთან დაკავშირებით.

ჩვენ იძულებულნი ვართ დროებით შევაჩეროთ რელიგიური რიტუალები და მსახურება, დავხუროთ ტაძრის კარები, რათა თავი ავარიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს, რომლებიც შეიძლება კორონოვირუსის გავრცელების კერებად იქცნენ.

ჩვენ გვჯერა, რომ მორწმუნე მრევლი ეზიდთა სასულიერო საბჭოსა და ღვთისმსახურთა ამ გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდება. ეს გადაწყვეტილება არ აყენებს ეჭვქვეშ ჩვენს რწმენას რომ ყველაფერი უფლის ნებით ხდება. ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერი ღმერთის ნებით ხდება და ჩვენ მზად ვართ უფლის ტვირთი ღვთის სიყვარულის გამო უდრტვინველად ვზიდოთ.

ამასთან ერთად, ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეზიდური სწავლების თანახმად, უფალმა მოგვცა თავისუფალი ნება. აი, რას ბრძანებს ეზიდური სიბრძნე: "უფალმა თქვა: შენ იმოქმედე და მე დაგლოცავ".

ჩვენ გვწამს ჩვენი უფლისა და ჩვენი წმინდანების ძალისა და ამიტომ მოგმართავთ თხოვნით თითოეულ თქვენგანს:

ვეცადოთ დავიცვათ სმედიცინო რეკომენდაციები,
ვილოცოთ ჩვენს სახლებში,
ვილოცოთ ყველა რელიგიისა და კულტურის ადამიანისათვის,
ღმერთს ვთხოვოთ მშვიდობა
და მასვე შევავედროთ კაცობრიობის გადარჩენისათვის ამ სენისაგან,
ამ განსაცდელის ჟამს თითოეულმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს თუ როგორ არის ყოველი ადამიანი ერმანეთზე დამოკიდებული. ცალკეული ადამიანის გასაჭირი და დაავადება ერთ დღეში შეიძლება მთელი კაცობრიობისა გახდეს. ჩვენი ბრძენი წინაპრები ამიტომ ლოცულობდნენ ყოველ დილას ამ სიტყვებით:

უფალო, მოწყალების თვალით მოხედე სამოცდათორმეტ ერს,
ყველა ლოგინად ჩავარდნილს,
პატიმრობაში მყოფს,
შორ გზაზე მყოფს,
ღარიბ-ღატაკს,
დატყვევებულს,
და მერე მათთან ერთად ჩვენც მოგვხედე.

ვინც ღრმად დაფიქრდება, ის კარგად გაიაზრებს ამ წმინდა სიტყვების შინაარსს. ჩვენი მრწამსის და შეიხი ადის სწავლების თანახმად, კაცთმოყვარეობა არის ყველაზე უპირატესი, რომელიც ყველას გადაგვარჩენს და გამოგვიყვანს ამ გაჭირვებიდან.
მაქვს იმედი, რომ როცა ჩაივლის ეს სენი, კაცობრიობა ჯეროვან დასკვნებს გააკეთებს, შეიცვლება და მიხვდება, თუ როგორ ვართ ყველანი ერთმანეთზე დამოკიდებული და ურთიერთდაკავშირებული.

დღეს კი აუცილებელია მივყვეთ ექიმების და სპეციალისტების რეკომენდაციებს, ასევე ჩვენს სახლებში ვილოცოთ რომ უფალმა ძალა დს გამძლეობა მისცეს მეცნიერებს და ექიმებს, რომ დროულად შეაჩერონ ეს სენი და განკურნონ ავადმყოფები.

უფალი იყოს ყველას მფარველი!

ამინ!

დიმიტრი ფირბარი (ფირ დიმა)

სულთან ეზიდის ტაძარი,
თბილისი, 20 მარტი 2020

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2020 წ.

    აპრილი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

5 აპრილი 2020

ბოლო სიახლეები

2020-03-21 - საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება

2020-03-21 - გილოცავთ კლოჭა სარე სალეს დღესასწაულს!

2020-03-21 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღოლის განცხადება

2020-02-25 - ხიდნაბი და ხიდირ აილასის დღესასწაული

2020-02-18 - ტაჯიკეთის სამთავრობო დელეგაციას ეზიდთა სასულიერო საბჭომ უმასპინძლა

2020-02-06 - საქართველოს პრეზიდენტმა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს უმასპინძლა

2020-02-02 - გილოცავთ ჩელე ზევესტანეს დღესასწაულს!

ვებ-გვერდი მომზადდა საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-გვერდზე მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ორგანიზაციის წევრებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.