Georgian
Russian
Kurmanji
English

NEWS

კლოჩა სარე სალეს დღესასწაული

2021-03-15

17 მარტს ეზიდები კლოჩა სარე სალეს დღესასწაულს აღნიშნავენ. კლოჩა სარე სალე ითარგმნება, როგორც ახალი წლის პასკა და ეს დღესასწაული მარტის თვის პირველ ოთხშაბათს/ხუთშაბათს აღინიშნება. უნდა ითქვას, რომ ეზიდური რელიგიური კალენდრის მიხედვით ახალი წელი აპრილის (ნისანის თვის) პირველ ოთხშაბათს უნდა ემთხვეოდეს, თუმცა სარჰადის ეზიდებთან მარტის შუა რიცხვებში გზაფხულის დღესასწაულია, რომლიც ახალი წლის დახვედრის სიმბოლოა. კლოჩის დღესასწაულზე ეზიდები ერთ დიდ ნამცხვარს (კლოჩ) და ბევრ პატარა ქადას აცხობენ. კლოჩისთვის მოზელილ ცომში დიასახლისი მძივს ათავსებს, რის მერეც ფურნეში დებს. მეორე დღის დილას ოჯახის წევრები ნამცხვრის გარშემო იკრიბებიან და ოჯახის უფროსი ღვთის ხსენების შემდეგ ნამცხვარს შუაში ორად ჰყოფს და ამას ხატა ჯოტს (გუთნის კვალს) უწოდებენ. შემდეგ ერთ მხარეს ანგელოზებსა და წმინდანების სახელზე შვიდ ნაჭრად ჭრის. მაგალითად: ჰაფტ მერე დივანე (შვიდი ანგელოზი), ხუდანე მალე (ოჯახის მფარველი), მემე შვან (მწყემსი მამე, ცხვრების და თხების მფარველი), გავანე ზარზა (მწყემსი ზარზა – მსხვილფეხა რქოსანი საქონლის მფარველი), ხატუნა ფახრა (ქალებისა და ბავშვების მფარველი) და ა.შ.მეორე მხარე ოჯახის წევრების სახელზე იჭრება. ითვლება, რომ ვისაც მძივი წილად ხვდება მასზე იქნება დამოკიდებული წელი.

   
 

Previous Page 

Events and Holydays

2021 Y

    August    

Mon

Tue

Wed

Thu

Fri

Sat

Sun

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

1 August 2021

Recent news

 - 

The website was prepared by the Spiritual Council of Yezidis of Georgia, within the framework of the "Program of Tolerance, Civic Self-Awareness and Support for Integration" of the United Nations Association of Georgia and the United States Agency for International Development. The views and considerations expressed in the publication should not be taken as an official position of the United States Agency for International Development and the UN Association.