Georgian
Russian
Kurmanji
English

სიახლეები

ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება

2021-07-04

ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიაჩნია, რომ, საკაცობრიო ცივილიზაციის მოცემულ ეტაპზე, მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესები, რომლებმაც  კაცობრიობა ღრმა სულიერ კრიზისამდე მიიყვანა. ამის მაჩვენებელია სოციალური უთანასწორობა, დაუსრულებები ომები სხვადასხვა ქვეყანაში, ეთნოსთა და რელიგიათა შორის მზარდი კონფლიქტები, ურთიერთგანსხვავებულთა მიერ ერთმანეთის შეუწყნარებლობა და სხვა. ასევე შეიმჩნევა ტრადიციული ფასეულობების დაკნინების ტენდენცია, რაც ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციას ახდენს. აღნიშნული შეეხება თბილისში ე. წ. ლგბტ პარადის ჩატარებასაც, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი სარწმუნოების ფუნდამენტურ ფასეულობებს. ცხადია, ჩვენი რელიგური შეხედულებებიდან გამომდინარე, ჩვენ არ მივესალმებით ლგბტქ+ ფასეულობების პროპაგანდას. ის, რასაც გეგმავენ ამ პარადის ორგანიზატორები, შეუთავსებელია ჩვენს მორალთან და უპირისპირდება ჩვენს ტრადიციაში განმტკიცებულ ღირებულებებს. ამასთანავე, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ძირითადი საკონსტიტუციო უფლებები, პატივს ვცემთ ადამიანის ამოსავალ უფლებებს და გამოხატვის თავისუფლებას და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დევნასა და ძალადობას. 

04.07.2021
თბილისი,
ეზიდის ტაძარი 

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2021 წ.

    სექტემბერი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

26 სექტემბერი 2021

ბოლო სიახლეები

2021-08-06 - საფოსტო ბლოკი სესს 10 წლის იუბილეს მიეძღვნა

2021-08-04 - ეზიდთა გენოციდს მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიმართა

2021-07-21 - სულთან ეზიდის ტაძარში სასულიერო პირი აკურთხეს

2021-07-04 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება

2021-07-04 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება

2021-07-01 - კოვენტრის ლორდი-ეპისკოპოსი ეზიდთა ტაძარს ესტუმრა

2021-06-02 - საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება

ვებ-გვერდი მომზადდა საქართველოში ეზიდთა სასულიერო საბჭოს მიერ, „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით. ვებ-გვერდზე მოცემული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის ორგანიზაციის წევრებს და არ უნდა აღიქმებოდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და საქართველოს გაეროს ასოციაციის პოზიციად.