თბილისის ეზიდის ტაძარში სადღესასწაულო მსახურება ჩატარდა
2020-04-18
14 აპრილს სარსალის დღესასწაულის მსახურება თბილისის ეზიდის ტაძარში მრევლის გარეშე ჩატარდა. ეზიდთა სასულიერო საბჭომ მრევლის და ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.
ეზიდთა სასულიერო საბჭო ულოცავს ყველა ეზიდს სარსალის დღესასწაულს! ღმერთმა ჯანმრთელობა, სიხარული და ბედნიერება მისცეს მთელ კაცობრიობას! |