Georgian
Russian
Kurmanji
English

Именитые езиды

ვახმედ (ახმედ) მერიმის ძე მამოევი

2020-06-05

ვახმედ (ახმედ) მერიმის ძე მამოევი

26.09.1934 - 17.04.2008

დაიბადა 1934 წლის 26 სექტემბერს ქ. თბილისში, მუშის ოჯახში. მჰე მამო (მერიმ მამოევი) და ხაზალ მამოს ასული მამოევი 1914 წელს, სხვა ეზიდებთან ერთად ვანის ვილაეთიდან გამოიქცნენ. ვახმედ მერიმეს ძე მამოევი სწავლობდა ქ. თბილისის მე-3 ვაჟთა რკინიგზის დაწყებით სკოლაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1948 წელს. შემდეგ შევიდა 4 ახალგაზრდა მუშათა საშუალო სკოლაში და ისიც წარმატებით დაამთავრა. სწავლის პერიოდში მიღებული აქვს მრავალი სიგელი წარმატებებისა და სანიმუშო ყოფაქცევისათვის. 1968 წელს ჩააბარა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიულ ფაკულტეტზე. 1978 წელს წარმატებით დაამთავრა საქართველოს შრომის წიტელი დროშის ორდენოსანი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, აგრომელიორაცია სპეციალობით და მიენიჭა მეცნიერი აგრონომის კვალიფიკაცია. 1953 წელს მუშაობდა კალინინის სახ. ქარხანაში. 1954 წელს მუშაობდა მუშად ქსს-ში. 1954 წელს ნებაყოფლობით ჩაირიცხა საბჭოთა არმიის რიგებში, სამხედრო სამსახურის დამთავრების შემდეგ 1957-58 წწ. მუშაობდა ხელოსნად ატკ-ში. 1959-1964 წლიდან მუშაობდა სპეციალიზებულ სამონტაჟო სამმართველოში ცეკავშირი მე-5 თანრიგის ტექნიკოსად. 1964-1976 წწ. მუშაობდა მებაღედ. 1976 წელს მუშაობდა მუშად დენდროლოგიურ პარკში სსი-ში. 1979 წ. აგრონომიული ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ დაინიშნა სსი-ში დენდროპარკის გამგედ. 1984 წ. ავადმყოფობის გამო განტავისუფლდა და პენსიაზე გავიდა, გამოჯანმრთელობის შემდეგ იგი კვლავ დაუბრუნდა თავის თანამდებობას, საადაც მრავალი წელი იმუშავა. თავის მოღვაწეობის პერიოდში მასთან პრაქტიკას გადიოდნენ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტეს სტუდენტები, რომლებიც მომავალში მისი ხელმძღვანელობით მუშაობდნენ.თავის თანამდებობაზე მან 2006 წლამდე იმუშავა. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გამოიზარდა ასობით სტუდენტი-პრაქტიკანტი. დაჯილდოვებული იყო გმირული შრომისათვის ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავად.

ვახმედ მერიმის ძე მამოევი გარდაიცვალა 2008 წლის 17 დეკემბერს.

Предыдущая страница 

События и праздники

2024 г.

    Апрель    

Пн

Вт

Ср

Чт

Пт

Сб

Вс

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

23 Апрель 2024

Последние новости

2024-03-16 - С праздником Клоча Саре сале!

2024-03-16 - Совместное заявление Духовного совета езидов Грузии и Центра езидской культуры

2023-03-16 - С праздником Клоча саре сале!

2022-12-31 - С Новым 2023 годом!

2022-12-31 - Календарь 2023

2022-05-31 - Встреча в Патриархате ГПЦ

2021-12-20 - Презентация книг в Центре езидской культуры