Georgian
Russian
Kurmanji
English

Именитые езиды

ქარიმ მამედის ძე რასოევი

2020-06-05

არიმ მამედის ძე რასოევი

30.12.1922 – 07.06.1997

 

დაიბადა 1922 წლის 30 დეკემბერს თეზიხრაბის სოფელში (სომხეთი), ვანის ვილაიეთიდან (ოსმალეთის იმპერია) დევნილი მამე ბაბაევის ძე რასოევისა და ზოზან მსტოევის ასული რასოევის ეზიდურ ოჯახში.

1941 წელს დაამთავრა მე-9 ვაჟთა საშუალო სკოლა ქ. თბილისში.

1943-1945 წწ. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში, რომლის დროსაც 1944 წელს დაჯილდოვდა მედლით, როგორც ნაღმოსანთა ქვედანაყოფის მეთაური.

1952 წელს დაამთავრა ა. პუშკინის სახელობის ინსტიტუტის პედაგოგიური ფაკულტეტი, ხოლო 1961 წელს კი - მოსკოვის დაუსწრებელი ლექტორიის ჟურნალისტიკისა და ფოტორეპორტაჯის ფაკულტეტი.

1948-1951 წწ. მუშაობდა სოფ. თამარიანის (ლაგოდეხის რაიონი) საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.

1952-1955 წწ. რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა სოფ. ხომლის საშუალო სკოლაში.

1955 წელს დაინიშნა საქართველოს ტელეგრაფის სააგენტოში კორექტორად.

1959 წელს მუშაობდა იმავე სააგენტოში ლიტერატურულ თანამშრომლად.

1962 წელს გახდა გაზეთ „საბჭოთა პარტიული ცხოვრება“ რედაქციის კორესპონტენტი.

1964 წელს იყო ფოტო-საინფორმაციო განყოფილების მთავარი რედაქციის რედაქტორი.

1965 წელს - საქართველოს ტელეგრაფის სააგენტოს მთავარი რედაქტორი

1985 წელს გავიდა პენსიაზე, მაგრამ იმავე ადგილზე 1992 წლამდე აგრძელებდა მუშაობას.

1982 წელს მრავალწლიანი შრომისათვის მასობრივი ინფორმაციის ორგანოებში მას მიენიჭა საქართველოს სსრ-ის დამსახურებული ჯურნალისტის საპატიო წოდება.

იყო სსრკ-ს ჟურნალისტების საბჭოს საპატიო წევრი.

Предыдущая страница 

События и праздники

2024 г.

    Апрель    

Пн

Вт

Ср

Чт

Пт

Сб

Вс

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

18 Апрель 2024

Последние новости

2024-03-16 - С праздником Клоча Саре сале!

2024-03-16 - Совместное заявление Духовного совета езидов Грузии и Центра езидской культуры

2023-03-16 - С праздником Клоча саре сале!

2022-12-31 - С Новым 2023 годом!

2022-12-31 - Календарь 2023

2022-05-31 - Встреча в Патриархате ГПЦ

2021-12-20 - Презентация книг в Центре езидской культуры