Georgian
Russian
Kurmanji
English

ცნობილი ეზიდები

თეიმურაზ მრაზის ძე ქოჩოიანი

2021-04-19

თეიმურაზ მრაზის ძე ქოჩოიანი

 

 დაიბადა 23.12.1965 ქ.თბილისში.

 სკოლის დამთავრების შემდეგ 1984-1986 მსახურობდა საბჭოთა ჯარში.

 1987 წ. ჩაირიცხა და 1993 დაამთავრა ნოვოსიბირსკის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

 1994–1996 წწ. სწავლობდა კლინიკური ონკოლოგიის კლინიკურ ორდინატურაში ონკოლიგიური (ქირურგია) სპეციალობით, რომელიც მოქმედებდა სმრა ნ.ბლოხინის რუსეთის ონკოლოგიური სამეცნიერო ცენტრის ქირურგიული №2 განყოფილების (სიმსივნეთა დიაგნოსტიკის) ბაზაზე.

 1996-1999 წწ. სწავლობდა ამავე განყოფილების ასპირანტურაში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა  ნ.ბლოხინის სახელობის რუსეთის სამეცნიერო ონკოლოგიური ცენტრის №2 ქირურგიული განყოფილების ექიმის თანამდებობაზე, 2004 წლიდან უფროსი მეცნიერ მუშაკია.

 2001 წ. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „სამკუნალო-დიაგნოსტიკური ტაქტიკა იღლიის ლიმფური კვანძების კიბოს მეტასტაზებით დაავადებულთა პირველადი კერების აღმოჩენის გარეშე“.

 2011 წ. დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “ენდოქირურგია მკერდის უჯრედების, მუცლის ღრუს და მუცლის ღრუს მიღმა სივრცის დიაგნოსტიკაში”.

 2013 წ. სტაჟირება გაიარა რომში აგოსტინო ჯემელის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

 2016 წლიდან პარალელურად მუშაობს ლექტორად და არის ა.ი.ევდოკიმოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო სამეიცინო-სტომატოლოგიური უნივერსიტეტის ონკოლოგიის კათედრის პროფესორი.

 თეიმურაზ ქოჩოიანი არის რუსეთის ენდოსკოპი ქირურგების საზოგადოების ნამდვილი წევრი, რუსეთის გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა  ეროვნული ასოციაციის წევრი, რეგიონთაშორისო საზოგადოებრივი ორგანიზაციის „ექიმ გემატოლოგთა ასოციაციის“ წევრი. არის მრავალი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, მათ შორის  ჩიკაგოში American Society of Clinical Oncology (ASCO) კონფერენციის.

 2018 წ. გახდა ეროვნული პრემიის «Мы будем жить» („ჩვენ ვიცოცხლებთ“) ლაურეატი ნომინაციაში „დახმარების ხელოვნება“.

 2019 წ. მენეჯმენტის საერთაშორისო აკადემიის ჟიურის გადაწყვეტილებით აღიარებულ იქნა გამარჯვებულად XXIII რუსეთის კონკურსის „წლის მენეჯერი“ ნომინაციაში „სტრუქტურული ქვეგანყოფილების მართვა“.

 2020 წ. გახდა წმ. ლუკას (ვოინო-იასინეცკის) სახელობის პრემიის ლაურეატი ნომინაციაში „სამშვიდობო მსახურება მამულის სასიკეთოდ და მოწყალება“.

 2020 წ. აირჩიეს მენეჯმენტის საერთაშორისო აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 

წინა გვერდი 

დღესასწაულები და ღონისძიებები

2024 წ.

    მარტი    

ორშ

სამ

ოთხშ

ხუთ

პარ

შაბ

კვ

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31

28 მარტი 2024

ბოლო სიახლეები

2024-03-16 - საქართველოს ეზიდთა სასულიერო საბჭოს და ეზიდური კულტურის ცენტრის ერთობლივი განცხადება

2023-07-07 - ეზიდთა სასულიერო საბჭოს განცხადება ტრადიციული ოჯახური ფასეულობების შესახებ

2023-03-16 - კლოჩა სარე სალეს დღესასწაული

2022-12-31 - გილოცავთ ახალ 2023 წელს!

2022-12-31 - კალენდარი - 2023

2022-06-26 - საქართველოს ახტიარის სიტყვა - 12.06.2022

2022-05-31 - შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოში