მერობის კანდიდატი კახი კალაძე ეწვია თბილისის ეზიდურ ტაძარს
2017-12-03
2017 წლის 18 ოქტომბერს, თბილისის „ზიარატა ეზიდის“ ეზიდურ ტაძარს ეწვია პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე. კანდიდატი და მისი თანმხლები პირები ეზიდთა სასულიერო საბჭოს წევრებს შეხვდნენ. ტაძრის მონახულების შემდეგ, სტუმრებს კეთილი მობრძანების სიტყვით მიმართა ეზიდთა სასულიერო საბჭოს წინამძღვარმა, დიმიტრი ფირბარიმ. საუბარისას წინამძღვარმა ხაზგასმით აღნიშნა ქართულ-ეზიდური მეგობრული ურთიერთობები და საქართველოს ხელისუფლების კეთილგანწყობა ეზიდი ხალხის მიმართ. მხარეებმა თანამშრომბლობის და ურთიერთობების გარღმავების სურვილი გამოთქვეს. სტუმარს წარმოუდგინეს ეზიდური კულტურის ცენტრი, გააცნეს ცენტრის საქმიანობის მიმართულებები და გადასცეს წიგნი ეზიდური რელიგიის შესახებ. ეზიდთა სასულიერო საბჭოს რეზიდენციაში მერობის კანდიდატს და მის თანხმლებ პირებს გაუმასპინძლდნენ. |