2017-12-03
ეზიდთა სასულიერო საბჭომ მიიღო დადგენილება ეზიდური მუზეუმის შექმნის შესახებ. უკვე დაგროვებულია ფაქტობრივი მასალა: ფოტო და ვიდეოარქივივი, მატერიალური კულტურის ნიმუშები (ნასაცმელი, სამკაულები, ფარდაგები, საყოფაცხოვრებო ნივთები), მხატვართა ნამუშევრები, ისტორიული დოკუმენტები და სხვა. მუზეუმისთვის გამოყოფილია საკმარისი სივრცე, რომელიც სათანადო მოწყობას საჭიროებს, რისთვისაც მიმდინარეობს სახსრების მოზიდვა. |