2017-12-03
საერთაშორისო ეზიდური თეოლოგიური აკადემია
საერთაშორისო ეზიდური თეოლოგიური აკადემია არის დაწესებულება, რომელიც მუშაობს კვალიფიცირებული ეზიდი სასულიერო პირების და ეზიდური რელიგიის სპეციალისტების მომზადებაზე.
თბილისის ეზიდური თეოლოგიური აკადემიის საქმიანობის სფერო არის:
— სასულიერო პირების, ღვთისმეტყველების, პედაგოგების, მეცნიერების მომზადება; საღვთისმეტყველო დისციპლინების სწავლება და სტუდენტების სულიერი აღზრდა.
— სამეცნიერო გამოკვლევები ღვთისმეტყველების სფეროში და სამეცნიერო კვლევების კოორდინაცია;
— სახელმძღვანელოების მომზადება;
— საზოგადოებრივი ცხოვრებისა და აქტუალური რელიგიური საკითხების თემაზე კონფერენციების ორგანიზება;
— სასულიერო-საგანმანათლებლო აქტივობებში და საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობა;
— საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება უმაღლესი სასულიერო განათლების სფეროში;
— საგამომცემლო საქმიანობა, რომელის ამოცანაც იქნება სტუდენტებისა და პედაგოგების საუკეთესო ნაშრომების გამოცემა.
მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ აკადემიის ვებგვერდი www.yeziditheoac.com |