რეზო ნადოი
2021-04-19
რეზო ნადოი
დაიბადა 1971 წლის 16 აგვისტოს ქ. თბილისში.
1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია.
1997-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს შს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში სხვადასხვა თანამდებობაზე.
2004-2006 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი.
2006-2009 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.
2009-2011 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2011-2012 წლებში იყო „რეზო ნადოი“-ს იურიდიული ოფისის დამფუძნებელი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.
2012 წლიდან მუშაობს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობებზე, კერძოდ:
2012-2015 წლებში საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი პროკურორი.
2015-2018 წლებში იყო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორი.
2018-2020 წლებში იყო საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსი.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2020 წლის 18 ნოემბერის გადაწყვეტილებით გამწესდა მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ. |