თბილისის ეზიდური ტაძარი (Quba Siltan Êzîd – “ზიარატა ეზიდ”)
ტაძარი გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. იგი გამშვენებულია დეკორატიული თაღებით. ტაძრის მთავარი კარიბჭე ეზიდური ორნამენტით არის მორთული, რომელიც ლალიშის ტაძრიდან არის გადმოღებული. ტაძარი ბეჟისფერი ქვით – ტრავერტინით არის მოპირკეთებული. ინტერიერი მორთულია ხეზე მჯდომი ფარშევანგების გამოსახულებით, რაც ეზიდთა კოსმოგონიურ წარმოდგენებს ასახავს. ტაძრის კედლები ეზიდური ლოცვებით არის მორთული. იქვეა მოთავსებული კანდელები, რომლებიც წმინდანებს ეძღვნებათ. |