თბილისის ეზიდურ ტაძარში წმ. ხიდირაილასის და ხიდრნაბის დღესასწაული აღნიშნეს
2018-02-18
16 თებერვალს თბილისის ეზიდურ ტაძარში ღვთისმსახურება ჩატარდა, რომელიც წმინდანებს ხიდირაილასს და ხიდირნაბის მიეძღვნა, რის შემდეგაც ტაძართან არსებულ კულტურის ცენტრში ქადაგება და ფილმის ჩვენება გაიმართა. მრევლს ამ დღისთვის განსაკუთრებულად მომზადებული ტკბილეულობა "ფეხუნ" დაურიგდა. ეზიდები ხიდირაილასისა და ხიდირნაბის დღესასწაულს აღნიშნავენ. ეზიდთა სწავლების მიხედვით, ხიდირნაბი ნატვრის ამსრულებელი და შეყვარებულთა შემწეა, ხიდირაილასი კი ზღვაში მოგზაურთა მფარველი. |