ეზიდთა სასულიერო საბჭოს 2017 წ. შემაჯამებელი თათბირი გაიმართა
2017-12-27
24 დეკემბერს ეზიდთა სასულიერო საჭოს მიმდინარე წლის შემაჯამებელი თათბირი გაიმართა. თათბირზე განიხილეს 2017 წელს ჩატარებული ღონისძიებები და განხორციელებული პროექტები. სასულიერო საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა როსტომ ამადოვმა და ხაზინადარმა თამაზ ასოევმა ფინანსური ანგარიში წარუდგინეს სასულიერო საბჭოს გამგეობის წევრებს, ხოლო სასულიერო საბჭოს წინამძღვარმა დიმიტრი ფირბარიმ შეაჯამა 2017 წლის მიღწევები და ასევე დაიგეგმა 2018 წლის პრიორიტეტული საკითხები.