კლოჩე სარე სალე
კლოჩა სარე სალე ითარგმნება, როგორც ახალი წლის პასკა და ეს დღესასწაული მარტის თვის პირველ ხუთშაბათს აღინიშნება. უნდა ითქვას, რომ ეზიდური რელიგიური კალენდრის მიხედვით ახალი წელი აპრილის (ნისანის თვის) პირველ ოთხშაბათს უნდა ემთხვეოდეს, თუმცა სარჰადის ეზიდებთან ამ დღემ ერთი თვით წინ, მარტში გადმოიწია. კლოჩის დღესასწაულზე ეზიდები ერთ დიდ ნამცხვარს (კლოჩ) და ბევრ პატარა ქადას აცხობენ. კლოჩისთვის მოზელილ ცომში დიასახლისი მძივს ათავსებს, რის მერეც ფურნეში დებს. |